გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" მხარდაჭერით მიმდინარე წლის 21-25 ნოემბერს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად იმპყოფებოდა ექსპერტი, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ბიუჯეტის ანალიზი მიმართულების ყოფილი დირექტორი პიტ ფონტეინი. შეხვედრებზე განხილულ იქნა შემდეგი თემები:
- პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის რეპორტინგი სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე;
- აშშ-ის და საქართველოს გამოცდილება ფისკალური დეცენტრალიზაციის მიმართულებით;
- აშშ-ის და საქართველოს გამოცდილება საგადასახადო შემოსავლების მართვის მიმართულებით;
- აშშ-ის და საქართველოს გამოცდილება კაპიტალური აქტივების მართვის მიმართულებით
სემინარზე ასევე შეთანხმებულ იქნა თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებები.
.