პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK Office of Budget Responsibility) სტრატეგიულ თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური და საბიუჯეტო ოფისის წევრები გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ექსპერტებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის როლი შესაბამის ფისკალურ არქიტექტურაში.
საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თათია ხეთაგურის განცხადებით, „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ფოკუსი პროგნოზირების მეთოდოლოგიების დახვეწა და კომუნიკაციების გაუმჯობესება იქნება."
მიმდინარე ვიზიტი აღნიშნული პროექტის პირველი კომპონენტია.
დღესვე, ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK OBR) ექსპერტები: მარკ დემბოვიცი - კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელი, ჯონ რაილი - საგადასახადო და ფისკალური პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელი და ტომ პაიბუსი - ეკონომიკური პროგნოზირების განყოფილების ხელმძღვანელი პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ნოდარ ებანოიძეს შეხვდნენ.
გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის ექსპერტთა ვიზიტი საქართველოში 18 მაისს დასრულდება. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნება გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკური პროგნოზირების მეთოდები, ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და კვლევითი პუბლიკაციები.
პროექტი ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის უკეთესი მმართველობის პროგრამის (The Good Governance Fund (GGF)) ფარგლებში, რომელიც რეფორმების პროცესში აღმოსავლეთ ევროპის 5 ქვეყნის დახმარებას ისახავს მიზნად.
პროექტს საქართველოში ფრაისვოთერჰაუსკუპერს საქართველო (PwC Georgia) და პოლიტიკისა და მართვის კონსალთინგ ჯგუფი (PMCG) ახორციელებს.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/258-2016-05-17-09-41-39?tmpl=component&print=1#sigProGalleria23122e0d7f