საპარლამენტო დელეგაციამ პარიზში OECD-ის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა მე–8 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
Print this page

საპარლამენტო დელეგაციამ პარიზში OECD-ის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა მე–8 ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის, პირველი მოადგილის ნოდარ ებანოიძის, საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თათია ხეთაგურის წარმომადგენლობით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ)  პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" PFM-მრჩევლის ინგა სინჯიკაშვილის  წარმომადგენლობით​ 2016წ. 11–12 აპრილს მონაწილეობა მიიღეს OECD-ის დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა მე–8 ყოველწლიურ შეხვედრაში, პარიზში, რომელზეც განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: გლობალური მაკროეკონომიკური რისკები და დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციათა როლი, პარლამენტის საბიუჯეტო ზედამხედველობა, ბიუჯეტის საშუალოვადიანი დაგეგმვა და ფისკალური გამჭვირვალობა. 

ვიზიტი განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში"მხარდაჭერით.