Print this page

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და ევროკავშირის პროექტის „საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა“ მიერ გამართული სემინარი თემაზე „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაცია“

დღეს, 30 მარტს, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და ევროკავშირის პროექტის „საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა" მიერ გაიმართა სემინარი თემაზე „პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაცია".
აღნიშნული შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა: 2014 წელს განხორციელებული რეფორმის შემდგომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება არასამთავრობო ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად; ასევე ინფორმაციის გაზიარების პლატფორმის შექმნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის გასაძლიერებლად.
სემინარის განმავლობაში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის შესახებ ბიუჯეტის და მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის, ასევე საკანონმდებლო გარემოს ანალიზის და საკანონმდებლო პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით. ევროკავშირის პროექტის „საჯარო ფინანსების პოლიტიკის და მართვის რეფორმების მხარდაჭერა" ექსპერტმა, მანუელა ლაპადატიმ განიხილა საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმის სამოქალაქო საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალებები.

 

გალერეა