ვიდეო განმარტებები
Print this page

ვიდეო განმარტებები

 

მოგახსენებთ, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყო ახალი პროექტი „ვიდეო განმარტებები ძირითადი მაკროეკონომიკური კონცეფციებისა და საჯარო ფინანსების მართვის შესახებ“. პროექტი მიზნად ისახავს მოკლე ვიდეო პრეზენტაციების სახით წარმოადგინოს ის ძირითადი კონცეფციები, რომელთა განმარტებაც შესაძლოა საინტერესო იყოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის პროდუქტების მომხმარებლებისთვის. ვიდეო განმარტებები იხილეთ ბმულის სახით: www.pbo.parliament.ge/მთავარი მენიუ/სასარგებლო ინფორმაცია/ვიდეო განმარტებები 

პროექტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყველა კვლევითი პუბლიკაციისთვის თანდართულ მასალად ვიდეო განმარტებების მომზადებას. მაგალითისთვის იხ.  კვლევითი პუბლიკაცია „ფისკალური მულტიპლიკატორი: არსი და შეფასება“ 

 

 პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მიზნად ისახავს ვიდეო განმარტებების სერიის ეტაპობრივ გაფართოებას.