პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მონაწილეობა მიიღო ,,2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტის განხილვაში
Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მონაწილეობა მიიღო ,,2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტის განხილვაში

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული მიმოხილვა წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ფისკალური გარემოს საშუალოვადიანი გეგმა განსხვავებული მაკროეკონომიკური სცენარებით, საგადასახადო შემოსავლების კანონპროექტით წარმოდგენილი საპროგნოზო მაჩვენებლები და ძირითადი ფისკალური ინდიკატორების საპროგნოზო დინამიკა 2016 წლისთვის.

(იხ. მიმოხილვა)

 

 

(იხ. ვიდეო)