Print this page

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საჯარო განხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა მონაწილეობა მიიღო 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საჯარო განხილვაში, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით გაიმართა. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა ,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის" კანონის პროექტის შესახებ საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში განხილულ საკითხებზე. თათია ხეთაგურის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მოსაზრებების გაზიარებას და პროცესის გამჭვირვალობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანად დაგეგმვის წინაპირობაა.
დისკუსიის ფარგლებში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე გუნცაძემ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს „თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ექსპერტებმა.