მიმდინარე წლის 25 სექტემბერს „USAID - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში" მხარდაჭერით გაიმართა სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრებსა და კომიტეტების წარმომადგენლებთან, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმდინარე საქმიანობის შესახებ. შეხვედრა მიზნად ისახავდა პარლამენტის, როგორც ძირითადი დაინტერესებული მხარის მოსაზრებების გაზიარებას საბიუჯეტო ზედამხედველობის მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საბიუჯეტო ოფისის და ძირითადი პროდუქტების შესახებ, სამომავლოდ აღნიშნული ინსტიტუციების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დასრულებული ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სახელმწიფო ფინანსების შესახებ, მაკროეკონომიკური გარემოს პერიოდული მიმოხილვის ფორმატი და ასევე გააცნო საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური დასაბუთების შემოწმების მეთოდოლოგიური ასპექტების ძირითადი ჩარჩო. მსგავსი შეხვედრები და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა წარმოდგენს საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის სრულყოფის წინაპირობას.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/190-shexvedra-25seqtemberi?tmpl=component&print=1#sigProGalleria26dae455f8