მიმდინარე წლის 25-26 აგვისტოს ,,ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმები საქართველოში" პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად მყოფმა ექსპერტმა, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა მანუჩარ მოხთარიმ საბიუჯეტო ოფისისა და პარლამენტის კომიტეტის წარმომადგენლებისათვის ჩაატარა ორდღიანი სემინარი თემაზე: მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ძირითადი ასპექტები.
სემინარზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა სახელმწიფო ინვესტიციების შეფასება (ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი), მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზი, მაკროეკონომიკური მოდელირება და ანალიზი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით.
შეხვედრის ფარგლებში საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თათია ხეთაგურმა პარლამენტის წევრებსა და კომიტეტის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ძირითადი პროდუქტების შესახებ.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/189-seminari-michistan-26?tmpl=component&print=1#sigProGalleria98959bbf74