2015 წ. 25-26 აგვისტოს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკისა და მართვის რეფორმები საქართველოში" პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში ვიზიტად მყოფი ექსპერტი, მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი მანუჩარ მოხთარი ჩაატარებს ორდღიან სემინარს თემაზე: მაკროეკონომიკური პოლიტიკის ანალიზის ძირითადი ასპექტები.
სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები, როგორიცაა სახელმწიფო ინვესტიციების შეფასება (ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი), მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზი, მაკროეკონომიკური მოდელირება და ანალიზი, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. სემინარზე ასევე განხილულ იქნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის როლი ფისკალური მართვის სისტემაში და ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშები/კვლევითი პუბლიკაციები.