Print this page

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში საბიუჯეტო ოფისს ექსპერტის რანგში პროფესორი მანუჩარ მოხთარი სტუმრობს

ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში  ,,საჯარო ფინანსების პოლიტიკა და მართვის რეფორმები საქართველოში" საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ექსპერტის რანგში პროფესორი მანუჩარ მოხთარი სტუმრობს. ვიზიტი ძირითადად ორიენტირებულია საბიუჯეტო ოფისის დახმარებაზე მაკროეკონომიკური ანალიზის/პროგნოზირების და საკანონმდებლო ინიციატივების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის კუთხით და მოიცავს როგორც ტრენინგებს, ასევე პრაქტიკულ დახმარებას ორივე ზემოაღნიშნული მიმართულებით. ამჟამად ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებისათვის მიმდინარეობს ტრენინგები ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

 

 

გალერეა