პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე ფისკალური გარემოს მიმოხილვა წარადგინა ,,ფისკალური გარემოს მიმოხილვა“ მიზნად ისახავს ძირითადი ფისკალური მაჩვენებლების ანალიზს იმისათვის, რომ შეფასდეს ფისკალური პოლიტიკის როლი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობის კუთხით, ასევე შეაფასოს ფისკალური რისკები და ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში. კერძოდ, დოკუმენტში განხილულია ნაერთი ბიუჯეტის დონეზე შემოსულობების და გადასახდელების დინამიკა; საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შეფასებულია ძირითადი ფისკალური ინდიკატორები, მათ შორის წარმოდგენილია სტრუქტურული და ციკლურად კორექტირებული ბალანსის დინამიკა, რათა შეფასდეს ფისკალური პოლიტიკის როლი მოკლევადიანი მაკროეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობისათვის; შესწავლილია მაკროეკონომიკური ცვლადების განსხვავებული განვითარების გავლენა საშუალოვადიან ფისკალურ მდგრადობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მსგავსი ფორმატით შემაჯამებელ კომიტეტზე ანგარიში პირველად იქნა წარდგენილი. ანგარიშის სრული ვერსიის სანახავად, იხ. ბმული. (საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა)