მიმდინარე წლის 15-18 ივნისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (Deutsche Gesellschaft fur lnternationale Zusammenarbeit - GIZ) პროგრამის "საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" ხელშეწყობით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ ებანოიძე და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თათია ხეთაგური ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესსა და კონგრესის საბიუჯეტო ოფისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები კონგრესის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლებთან, მათ შორის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის დირექტორის მოადგილესთან - ბობ სანშაინთან და ბიუჯეტის ანალიზის, მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და კანონპროექტების ფინანსური შედეგების შეფასების განყოფილებების ხელმძღვანელებსა და ანალიტიკოსებთან. შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები და აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის გამოცდილება, ასევე შეთანხმებულ იქნა კონგრესის საბიუჯეტო ოფისისა და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კონგრესის წარმოამდგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის წევრებთან, კონგრესმენ ჯონ მულინართან და კონგრესმენ ტომ მაკლინტოკთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა მთავრობის საბიუჯეტო კონტროლის საკითხები, კომიტეტის თანაშრომლობა აშშ-ის ფედერალურ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოსთან და კონგრესის საბიუჯეტო ოფისთან.
გალერეა
http://pbo.parliament.ge/ge/aboutus/archive/item/164-tatas-mivlineba-amerikashi?tmpl=component&print=1#sigProGalleriac91c3aba38