Print this page

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თათია ხეთაგურს და მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსს ბატონ ლაშა ქავთარაძეს

2015 წლის 15 მაისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თათია ხეთაგურს და მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილების უფროსს ბატონ ლაშა ქავთარაძეს.
სტუმრებმა აუდიტორიასთან ისაუბრეს თემაზე, „ფისკალური პოლიტიკა, სტრუქტურა და ძირითადი ინდიკატორები", სადაც განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ფისკალური მმართველობა, ფისკალური წესები (საერთაშორისო პრაქტიკა), დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტები, ფისკალური პოლიტიკის ანალიზისთვის ძირითადი ინდიკატორების შესწავლის მეთოდოლოგიები.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მადლობა უხდის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს გულთბილი მიღებისთვის და იმედოვნებს შემდგომში მათთან კვლევით საქმიანობაში მჭიდრო თანამშრომლობას.    

 

 

გალერეა