2015 წლის 20 აპრილიდან საქართველოს პარლამენტის მაკროეკონომიკური ანალიზისა და საგადასახადო პოლიტიკის განყოფილებას ლაშა ქავთარაძე უხელმძღვანელებს. ის არის სადოქტორო კანდიდატი სახელმწიფო ფინანსებში მაკროეკონომიკის მიმართულებით Università Cattolica del Sacro Cuore-ში, ქ. მილანი, იტალია. გავლილი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინტენსიური კურსები მაკროეკონომიკასა და სახელმწიფო ფინანსებში. მას აქვს 7 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო სექტორში. არის მიწვეული ლექტორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც კითხულობს სალექციო კურსებს - ეკონომეტრიკა და ეკონომიკის სექტორული ანალიზი და სტაბილიზაციის პოლიტიკა. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში გადმოსვლამდე ის მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტში. მისი ხელმძღვანელობით არის შედგენილი სატრენინგო კურსი გამოყენებითი მაკრო-ეკონომეტრიკული ინსტრუმენტები ეკონომიკური და საბიუჯეტო პროცესების ანალიზისთვის, რომელზეც ყირგიზეთის ფინანსთა სამინისტრომ ორჯერ გააკეთა მოთხოვნა და წარმატებით განხორციელდა 2013 და 2015 წლებში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი