Print this page

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს GIZ-ის ექსპერტი - იურგენ შაცი, ესტუმრა

2014 წლის 16 - 19 დეკემბერს, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(Deutsche Gesellschaft fur Internationale Zusammenarbeit-GIZ) „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროგრამის ფარგლებში გერმანელი ექსპერტი იურგენ შაცი ესტუმრა.სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული კონსულტაციების საფუძველზე მომზადდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის 2015 წლის საქმიანობის წლიური გეგმა. ასევე განხილულ იქნა განსახორციელებელი ღონისძიებები შიდა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის ეფექტიანობის ზრდისათვის.