Print this page

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭომ ოფისის 2015-2018 წლების სტრატეგიული განვითარებისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმები შეითანხმა.

2015 წლის 10 თებერვალს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი ჯერენაშვილმა, ოფისის დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს (რომელსაც ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი) წარუდგინა შესათანხმებლად 2015-2018 წლების სტრატეგიული განვითარებისა და 2015 წლის სამოქმედო გეგმები და ისაუბრა ოფისის საშუალოვადიან სტრატეგიულ მიზნებზე, მიზნების მისაღწევ ამოცანებზე და 2015 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე.

საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მოწონებული და შეთანხმებული იქნა აღნიშნული ანგარიშები.

 

გალერეა