„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-მარტის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2026 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 7,798.8 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,759.4 მლნ ლარი) 25.4%-ს და 3 თვის გეგმის (7,757.1 მლნ ლარი) 100.5%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 1,147.7 მლნ ლარით (17.3%-ით) აღემატება (ძირითადად, ვალდებულებების ზრდის კომპონენტის მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
2026 წლის 3 თვეში გადასახდელები 7,232.1 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,881.4 მლნ ლარი) 23.4%-ს და 3 თვის გეგმის (7,903.2 მლნ ლარი) 91.5%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 3 თვის მაჩვენებელს 838.1 მლნ ლარით (13.1%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ვალდებულებების კლების კომპონენტის მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,465.7 მლნ ლარს გაუტოლდა. 3 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 566.8 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი აპრილისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,032.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2026 წლის იანვარ-მარტში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 690.7 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ 232.3 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.