Print this page

ოპერატიული ინფორმაცია 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ (იანვარ-თებერვალი)

„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-თებერვლის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

2026 წლის იანვარ-თებერვალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 5,229.9 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,759.4 მლნ ლარი) 17.0%-ს და 3 თვის გეგმის (7,757.1 მლნ ლარი) 67.4%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 978.7 მლნ ლარით (23.0%-ით) აღემატება (ძირითადად, ვალდებულებების ზრდის კომპონენტის მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

2026 წლის 2 თვეში გადასახდელები  5,022.6 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,881.4 მლნ ლარი) 16.3%-ს და 3 თვის გეგმის (7,903.2 მლნ ლარი) 63.6%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 2 თვის მაჩვენებელს 746.4 მლნ ლარით (17.5%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ვალდებულებების კლების კომპონენტის მნიშვნელოვანი მატების გავლენით).

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,465.7 მლნ ლარს გაუტოლდა. 2 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 207.3 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1-ელი მარტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,673.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 278.6 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -10.9 მლნ ლარი შეადგინა. 

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.