„2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვრის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2026 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 3,271.3 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,759.4 მლნ ლარი) 10.6%-ს და 3 თვის გეგმის (7,757.1 მლნ ლარი) 42.2%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 953.2 მლნ ლარით (41.1%-ით) აღემატება (ძირითადად, ვალდებულებების ზრდის კომპონენტის მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
2026 წლის 1 თვეში, გადასახდელები 3,163.1 მლნ ლარს, წლიური გეგმის (30,881.4 მლნ ლარი) 10.2%-ს და 3 თვის გეგმის (7,903.2 მლნ ლარი) 40.0%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის იანვრის მაჩვენებელს 883.6 მლნ ლარით (38.8%-ით) აჭარბებს (ძირითადად, ვალდებულებების კლების კომპონენტის მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,465.7 მლნ ლარს გაუტოლდა. 1 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 108.2 მლნ ლარი შეადგინა და 2026 წლის 1 თებერვლისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 1,573.9 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2026 წლის იანვარში, სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 162.8 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ - 18.4 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.