Print this page

2026 წლის ივნისის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის მაისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.4% შეადგინა;
  • 2026 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 5.8%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, საცხოვრებელზე, წყალზე, ელ. ენერგიაზე, აირზე და ჯანმრთელობის დაცვაზე;
  • 2026 წლის მაისში*, წინა წლის მაისთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 2.0%-ით, ხოლო ხარჯები 2.3%-ით გაიზრდა;
  • 2026 წლის მაისში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.2%-ით გაიზარდა და 71,420.0 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
  • 2026 წლის მაისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 19.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 1.9%-ით შემცირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.7%-ით გაიზარდა და 10,439.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2026 წლის მაისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 7.1%-ით გაიზარდა და 339.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 43.7%), აშშ (18.8%), რუსეთი (14.3% წარმოადგენდნენ;
  • 2026 წლის ივნისში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7,122.9 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 51.9%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით გაიზარდა;
  • 2026 წლის მაისში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, როგორც დეპოზიტებზე (1.06 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.12 პპ-ით) შემცირდა;
  • 2026 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.9%-ით, ევროს მიმართ 2.3%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 2.7%-ით გამყარდა;
  • 2026 წლის ივნისის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით თურქული ლირის გარდა გამყარდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/ivnisis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1h0n25ojgw1pl4p

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: