პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.2% შეადგინა;
- 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 5.7%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე და აირზე;
- 2026 წლის აპრილში*, წინა წლის აპრილთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 14%-ით, ხოლო ხარჯები 6%-ით გაიზრდა;
- 2026 წლის აპრილში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.6%-ით გაიზარდა და 70,760.3 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2026 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 21.1%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.9%-ით შემცირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1.7%-ით გაიზარდა და 8,132.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2026 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 7.6%-ით გაიზარდა და 318.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.5%), აშშ (18.3%) , რუსეთი (13.2% წარმოადგენდნენ;
- 2026 წლის მაისში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 7,002 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 52.7%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 8.2%-ით შემცირდა;
- 2026 წლის აპრილში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, დეპოზიტებზე (0.20 პპ-ით) შემცირდა , ხოლო სესხებზე (0.01 პპ-ით) გაიზარდა;
- 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.6%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 2.3%-ით, ხოლო ევროს მიმართ 0.5%-ით გამყარდა;
- 2026 წლის მაისის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით თურქული ლირის გარდა გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/maisis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1h0r6rzq00vjl4e
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: