Print this page

2026 წლის მარტის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის თებერვალში* წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 8.8% შეადგინა;
  • 2026 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.3%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და  თამბაქოზე;
  • 2026 წლის თებერვალში*, წინა წლის თებერვალთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 3.9%-ით, ხოლო ხარჯები 3.3%-ით გაიზარდა;
  • 2026 წლის თებერვალში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.8%-ით გაიზარდა და 68,504.6 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
  • 2026 წლის თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 22.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 15.4%-ით შემცირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.9%-ით შემცირდა და 3,512.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2026 წლის თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 17.1%-ით გაიზარდა და 295.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.9%), აშშ (18.4%) და რუსეთი (12.2%) წარმოადგენდნენ;
  • 2026 წლის მარტში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6,317 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 46.5%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა;
  • 2026 წლის თებერვალში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, დეპოზიტებზე (1.06 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.21 პპ-ით) შემცირდა;
  • 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 1.4%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 0.3%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 0.8%-ით გამყარდა;
  • 2026 წლის მარტის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/martis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1hnq41oypd0nk23

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: