პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.9% შეადგინა;
- 2026 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.6%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე;
- 2026 წლის იანვარში*, წინა წლის იანვართან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 4.0%-ით, ხოლო ხარჯები 3.8%-ით გაიზრდა;
- 2026 წლის იანვარში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.7%-ით გაიზარდა და 67,870.6 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2026 წლის იანვარში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 19.0%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 33.7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23.6%-ით შემცირდა და 1,609.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2026 წლის იანვარში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 16.6%-ით გაიზარდა და 282.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.4%), აშშ (18.4%) და რუსეთი (11.9%) წარმოადგენდნენ;
- 2026 წლის თებერვალში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6,659 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 57.3%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 5.7%-ით გაიზარდა;
- 2026 წლის იანვარში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, დეპოზიტებზე (0.30 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.03 პპ-ით) გაიზარდა;
- 2026 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.5%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 1.7%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0.4%-ით გაუფასურდა;
- 2026 წლის თებერვლის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/tebervlis-makroekonomikuri-mimokhilva2026-1h7v4pdvpqq9j4k
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: