პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.2% შეადგინა;
- 2026 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.8%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე;
- 2025 წლის დეკემბერში*, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 10.7%-ით, ხოლო ხარჯები 41.2%-ით გაიზრდა;
- 2025 წლის დეკემბერში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.4%-ით გაიზარდა და 68,314.8 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარ-დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 11.2%-ით, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10.1%-ით გაიზარდა და 25,820.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 18.4%-ით გაიზარდა და 337.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.2%), აშშ (18.9%) და რუსეთი (12.9%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის იანვარში, მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 6,300 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 42.0%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის დეკემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, დეპოზიტებზე (1.91 პპ-ით) შემცირდა, ხოლო სესხებზე (0.56 პპ-ით) გაიზარდა;
- 2026 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან 0.1%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 1.3%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ 0.02%-ით გაუფასურდა;
- 2026 წლის იანვრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებით, თურქული ლირის და აზერბაიჯანული მანათის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/ianvris-makroekonomikuri-mimokhilva2026-1hnp27eq8qnyy4g
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: