Print this page

2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის (III წარდგენა) მიმოხილვა

„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (III წარდგენა) მიხედვით:

  • შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია30,759.4 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მაჩვენებელზე 3,198.6 მლნ ლარით (11.6%-ით) მეტია, ხოლო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მაჩვენებელს 468.6 მლნ ლარით (1.5%-ით) აღემატება (შემოსავლებისა და აგრეთვე, ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების მატების გავლენით).   2025 წლის გეგმასთან შედარებით, აღნიშნული 11.6%-იანი ზრდა, ძირითადად, შემოსავლებისა და ვალდებულებების აღების შედეგად მისაღები შემოსულობების მნიშვნელოვან (შესაბამისად, 1,561.4 მლნ ლარით და 1,637.3 მლნ ლარით), აგრეთვე, ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების (100.0 მლნ ლარით) მატებას უკავშირდება, არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან შემოსულობები კი მცირდება (ასევე, 100.0 მლნ ლარით).
  • გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 30,881.4 მლნ ლარის ოდენობით, რაც 405.5 მლნ ლარით (1.3%-ით) აღემატება აღნიშნული კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით განსაზღვრულ გადასახდელების გეგმას - 30,475.9 მლნ ლარს, ხოლო 2,939.6 მლნ ლარით (10.5%-ით) აღემატება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმას - 27,941.7 მლნ ლარს. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით აღნიშნული მატება ძირითადად მოდის ხარჯების და არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტებზე, კერძოდ, აღნიშნული კომპონენტები იზრდება შესაბამისად, 112.0 მლნ ლარით (0.5%-ით) და 257.1 მლნ ლარით (6.8%-ით).  ზრდა, ასევე, შეეხო ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტს 35.5 მლნ ლარით, ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი გაიზარდა მცირედით - 1.0 მლნ ლარის ოდენობით. 2025 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, გადასახდელების ყველა კომპონენტი იზრდება, გარდა არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტისა, რომელიც მცირდება 214.9 მლნ ლარით (5.0%-ით), 2025 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით ხარჯები იზრდება - 1,425.6 მლნ ლარით, ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი - 225.9 მლნ ლარით და ვალდებულებების კლების კომპონენტი - 1,503.0 მლნ ლარით.
  • ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -122.0 მლნ ლარის ოდენობით;
  • 2026 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,893.9 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
  • 2026 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა - მშპ-ის 33.5%-ით არის განსაზღვრული, მათ შორის, გათვალისწინებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2026 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემებით), რაც არ ახდენს გავლენას მთავრობის ვალის ზღვრულ მოცულობაზე მშპ-სთან მიმართებაში (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
  • 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 36.3 მლრდ ლარს.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/2026-tslis-sakhelmtsipo-biujetis-proektis-iii-tsardgena-mimokhilva-1h7v4pd0x1xj84k

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.