Print this page

საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა

„საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ საფუძველზე.

2025 წელს:

  • „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, შემოსულობების წლიური გეგმა 27,583.5 მლნ ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივად კი 27,802.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 100.8%-ს და საწყისი წლიური გეგმის (27,560.8 მლნ ლარი) 100.9%-ს უტოლდება, ხოლო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,047.6 მლნ ლარით (8.0%-ით) აღემატება.
  • გადასახდელების გეგმა განისაზღვრა 27,952.9 მლნ ლარის ოდენობით. ფაქტობრივად, გადასახდელების ოდენობამ 27,723.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის და საწყისი წლიური გეგმის (27,941.7 მლნ ლარი) 99.2%-ს უტოლდება, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.8%-ით (1,777.0 მლნ ლარით) აღემატება.
  • 2025 წლის დასაწყისისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის მოცულობა 1,386.2 მლნ ლარით განისაზღვრა. წლის განმავლობაში მიღებული შემოსულობებისა და გაწეული გადასახდელების გათვალისწინებით, ნაშთის დაგროვებამ 79.6 მლნ ლარი შეადგინა და შესაბამისად, 2025 წლის ბოლოსათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული ნაშთის მოცულობა 1,465.7 მლნ ლარს გაუტოლდა.
  • „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო (დეფიციტი) 2,561.6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 2.5%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფაქტობრივ შესრულებას, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 333.4 მლნ ლარი, მშპ-ის 0.3% შეადგინა, რაც აღნიშნული კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელთან (მშპ-ის 2.5%) შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.
  • „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის, მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა მშპ-ის 34.1%-ით განისაზღვრა (მათ შორის, გათვალისწინებულია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემებით)). ფაქტობრივად კი, მთავრობის ვალის ნაშთმა, 2025 წლის 31 დეკემბრისათვის, მშპ-ის 34.4% შეადგინა, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულება (2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) მშპ-ის 0.019%-ს გაუტოლდა. ჯამურად, აღნიშნული ვალდებულებები მშპ-ის 34.4%-ია.

 

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-shesrulebis-mimokhilva-1hnq41oypxxpp23

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: