პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.0% შეადგინა;
- 2025 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.8%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე;
- 2025 წლის ოქტომბერში*, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 14.2%-ით, ხოლო ხარჯები 5.0%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის ოქტომბერში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით გაიზარდა და 65,553.8 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 6.8%-ით, ხოლო იმპორტი 9.3%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.6%-ით გაიზარდა და 20,831.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის ოქტომბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა და 318.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.9%), აშშ (18.6%) და რუსეთი (13.0%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის ნოემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,816 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 41.0%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის ოქტომბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, როგორც დეპოზიტებზე (0.69 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.25 პპ-ით) შემცირდა;2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.3%-ით, ევროს მიმართ 1.1%-ით, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 1.4%-ით გამყარდა;
- 2025 წლის ნოემბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:
https://infogram.com/is-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hxj48mqnl5l52v
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: