Print this page

2025 წლის ოქტომბრის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

 

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის სექტემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.4% შეადგინა;
  • 2025 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 5.2%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და  თამბაქოზე;
  • 2025 წლის სექტემბერში*, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 12.8%-ით, ხოლო ხარჯები 15.4%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის სექტემბერში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 13.2%-ით გაიზარდა და 65,119.2 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
  • 2025 წლის იანვარ-სექტემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 7.7%-ით, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9.1%-ით გაიზარდა და 18,545.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2025 წლის სექტემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 12.1%-ით გაიზარდა და 317.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.4%), აშშ (18.8%) და რუსეთი (12.4%) წარმოადგენდნენ;
  • 2025 წლის ოქტომბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,603 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 37.2%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის სექტემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, დეპოზიტებზე  (0.07 პპ-ით) გაიზარდა, ხოლო სესხებზე (0.17 პპ-ით) შემცირდა;2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.3%-ით გაუფასურდა, ევროს მიმართ 0.3%-ით გამყარდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 0.9%-ით გამყარდა;
  • 2025 წლის ოქტომბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/oktombris-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h1749wql7vvl2z

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: