Print this page

2025 წლის სექტემბრის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აგვისტოში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.6% შეადგინა;
  • 2025 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.8%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე და ტრანსპორტზე;
  • 2025 წლის აგვისტოში*, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 8.6%-ით, ხოლო ხარჯები 12.6%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის აგვისტოში*, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3%-ით გაიზარდა და 64,447 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
  • 2025 წლის იანვარ-აგვისტოში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 6.7%-ით, ხოლო იმპორტი 9.7%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.8%-ით გაიზარდა და 16,250.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2025 წლის აგვისტოში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 10.7%-ით გაიზარდა და 321.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 46.9%), აშშ (17.8%) და რუსეთი (12.4%) წარმოადგენდნენ;
  • 2025 წლის სექტემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,428 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 15.2%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის აგვისტოში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი, როგორც  დეპოზიტებზე  (0.19 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.02 პპ-ით) გაიზარდა;
  • 2025 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.2%-ით, ევროს მიმართ 1.2%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 1.0%-ით გამყარდა;
  • 2025 წლის სექტემბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირის გარდა, გამყარდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/sektembris-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hmr6g8gyevkz2n

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: