პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივლისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.5% შეადგინა;
- 2025 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 4.6%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, თამბაქოზე და ტრანსპორტზე;
- 2025 წლის ივლისში*, წინა წლის ივლისთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 15.6%-ით, ხოლო ხარჯები 2.7%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის ივლისში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით მოიმატა და 63,901 მლნ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობის და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარ-ივლისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა 9.0%-ით, ხოლო იმპორტმა 10.8%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10.3%-ით გაიზარდა და 14,155.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის ივლისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.3%), აშშ (18.1%) და რუსეთი (13.4%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის აგვისტოში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 5,204 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 7.5%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 3.7%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის ივლისში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე (0.20 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.70 პპ-ით) შემცირდა;
- 2025 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.5%-ით, ევროს მიმართ 1.2%-ით, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 2.0%-ით გამყარდა;
- 2025 წლის აგვისტოს თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირის და ქართული ლარის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/agvistos-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h0r6rzkn9jnl4e
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: