Print this page

2025 წლის მაისის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

 

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა;
  • 2025 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 3.5%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ტრანსპორტზე და კავშირგაბმულობაზე;
  • 2025 წლის აპრილში*, წინა წლის აპრილთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 0.5%-ით , ხოლო ხარჯები 1.9%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის აპრილში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.1%-ით მოიმატა და 62.3 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია  ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში;
  • 2025 წლის იანვარ-აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა 14.2%-ით, ხოლო იმპორტმა 15.7%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.3%-ით გაიზარდა და 7,755.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2025 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 6.1%-ით გაიზარდა და 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.8%), აშშ (18.3%) და რუსეთი (13.5%) წარმოადგენდნენ;
  • 2025 წლის მაისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,585 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 0.3%-ით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის აპრილში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე (0.33 პპ-ით) შემცირდა, ხოლო სესხებზე (0.14 პპ-ით) გაიზარდა;
  • 2025 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.4%-ით გამყარდა, ევროს მიმართ 0.3%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 2.1%-ით გამყარდა;
  • 2025 წლის მაისის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, თურქული ლირისა და ქართული ლარის გარდა, გამყარდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/maisis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h984wvnkog7z2p

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: