Print this page

2025 წლის აპრილის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 9.0% შეადგინა;
  • 2025 წლის აპრილში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 3.4%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯამრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, განათლებაზე;
  • 2025 წლის მარტში, წინა წლის მარტთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 0.5%-ით შემცირდა, ხოლო ხარჯები 25.5%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.4%-ით მოიმატა და 61.6 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია  ვაჭრობის, მშენებლობისა  და მრეწველობის დარგებში;
  • 2025 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა 5.7%-ით, ხოლო იმპორტმა 20.1%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16.1%-ით გაიზარდა და 5,618.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.1%), აშშ (18.8%) და რუსეთი (13.0%) წარმოადგენდნენ;
  • 2025 წლის აპრილში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,518 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 6.1%-ით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე (0.41 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.04 პპ-ით) შემცირდა;
  • 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.9%-ით გამყარდა, ევროს მიმართ 3.1%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 3.7%-ით გამყარდა;
  • 2025 წლის აპრილის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, რუსული რუბლის და აზერბაიჯანული მანათის გარდა, გაუფასურდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/aprilis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h984wvnj0mvz2p?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: