პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.7% შეადგინა;
- 2025 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 3.5%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე შედარებით მაღალი. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯამრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, განათლებაზე;
- 2025 წლის თებერვალში*, წინა წლის თებერვალთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 7.3%-ით, ხოლო ხარჯები 10.5%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის თებერვალში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.3%-ით მოიმატა და 60.7 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარ-თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა 4.0%-ით, ხოლო იმპორტმა 19.6%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 15.6%-ით გაიზარდა და 3,567.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის თებერვალში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 5.3%-ით შემცირდა და 252.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 43.9%), აშშ (18.8%) და რუსეთი (12.0%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის მარტში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,311 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 9.8%-ით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის თებერვალში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე (1.07 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.52 პპ-ით) შემცირდა;
- 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.4%-ით გამყარდა, ევროს მიმართ 2.0%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 4.1%-ით გამყარდა;
- 2025 წლის მარტის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, ქართული ლარისა და თურქული ლირის გარდა, გამყარდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/martis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hnq41oxjgjkk23?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: