პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის იანვარში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 11.1% შეადგინა;
- 2025 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.4%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯანმრთელობის დაცვაზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, განათლებაზე;
- 2025 წლის იანვარში*, წინა წლის იანვართან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 4.6%-ით, ხოლო ხარჯები 12.6%-ით გაიზარდა;
- 2025 წლის იანვარში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1%-ით მოიმატა და 60.7 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში;
- 2025 წლის იანვარში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქონლის ექსპორტმა 19.3%-ით, ხოლო იმპორტმა 45.5%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 39.3%-ით გაიზარდა და 2,008.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2025 წლის იანვარში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 8.5%-ით შემცირდა და 242.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.1%), აშშ (19.5%) და რუსეთი (10.5%) წარმოადგენდნენ;
- 2025 წლის თებერვალში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,234 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 10.8%-ით , ხოლო წინა თვესთან შედარებით 4.4%-ით შემცირდა;
- 2025 წლის იანვარში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე (1.49%-ით), ასევე სესხებზე (0.35%-ით) გაიზარდა;
- 2025 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.9%-ით, ევროს მიმართ 0.3%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით 2.7%-ით გამყარდა;
- 2025 წლის თებერვლის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში, სომხური დრამის გარდა, გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/tebervlis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hmr6g8yd8w7o2n?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: