Print this page

2025 წლის იანვრის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 6.7% შეადგინა;
  • 2025 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.0%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ჯანმრთელობის დაცვაზე და განათლებაზე;
  • 2024 წლის დეკემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 22.4%-ით, ხოლო ხარჯები 35.9%-ით გაიზარდა;
  • 2024 წლის დეკემბერში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 18.4%-ით მოიმატა და 60.2 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია  ვაჭრობის, მშენებლობისა  და მრეწველობის დარგებში;
  • 2024 წლის იანვარ-დეკემბერში* საქონლის ექსპორტმა 7.8%-ით, ხოლო იმპორტმა 8.1%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.0%-ით გაიზარდა და 23,435.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2024 წლის დეკემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 8.2%-ით შემცირდა და 285.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 45.1%), აშშ (19.4%) და რუსეთი (11.0%) წარმოადგენდნენ;
  • 2025 წლის იანვარში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,430 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 8.7%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით შემცირდა;
  • 2024 წლის დეკემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე შემცირდა, ხოლო სესხებზე გაიზარდა;
  • 2025 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.1%-ით გაუფასურდა, ევროს მიმართ 0.1%-ით გამყარდა და თურქულ ლირასთან მიმართებით 0.4%-ით გამყარდა;
  • 2025 წლის იანვრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები, აშშ დოლართან მიმართებაში, სომხური დრამისა და აზერბაიჯანული მანათის გარდა, გაუფასურდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/ianvris-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hnp27ez19nmy4g?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: