Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - IV კვარტალი, 2025

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2025 წლის IV კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის IV კვარტალში წლიური ინფლაცია 4.7%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე მეტია;
  • 2025 წლის IV კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 1,669.0 მლნ ლარი შეადგინა;მთლიანი სახელმწიფო ვალი ზრდის ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილიც მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2025 წლის IV კვარტალში საგარეო ვალის წილმა 68.4% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 70.7% იყო;
  • 2025 წლის III* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დადებითმა სალდომ 337.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითი 20.7 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა);
  • 2025 წლის IV კვარტლის ბოლოსათვისსაერთაშორისო რეზერვებმა 6,158.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.4%-ით მეტია;
  • 2025 წლის IV კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 27.5%-დან 30.5%-მდე გაიზარდა;
  • წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 14.6%-ით გაიზარდა და 955.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2025 წლის IV კვარტლის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა;
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 0.001%-ით გაუფასურდა, ხოლო 2024 წლის IV კვარტალთან მიმართებით 1.9%-ით გამყარდა;
  • წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე (5.06 პპ-ით), ასევე სესხებზე (0.92 პპ-ით) შემცირდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე:

https://infogram.com/iv-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1h0n25op773ol4p

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: