Print this page

მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა - I კვარტალი, 2025

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს კვარტალური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • 2025 წლის I კვარტალში, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 9.3%-ით გაიზარდა;
  • 2025 წლის I კვარტალში წლიური ინფლაცია 2.6%-ს გაუტოლდა, რაც მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლებია;
  • 2025 წლის I კვარტალში ნაერთი ბიუჯეტის უარყოფითმა მთლიანმა სალდომ 213.8 მლნ ლარი შეადგინა;
  • მთლიანი სახელმწიფო ვალი შემცირების ტენდენციას ავლენს. შემცირებულია საგარეო ვალის წილიც მთლიან სახელმწიფო ვალში, კერძოდ, 2025 წლის I კვარტალში საგარეო ვალის წილმა 69.9% შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 72.8% იყო;
  • 2024 წლის IV* კვარტალში გაუმჯობესდა საგადასახდელო ბალანსი. კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითმა სალდომ 613.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის სალდო უარყოფითი 639.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა);
  • 2025 წლის I კვარტლის ბოლოსათვისსაერთაშორისო რეზერვებმა4,310.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.8%-ით ნაკლებია;
  • 2025 წლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის წილი საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთლიან მოცულობაში 27.4%-დან 24.9%-მდე შემცირდა;
  • წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილები 3.2%-ით შემცირდა და 786.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; 
  • მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი 2025 წლის I კვარტალის ბოლოს 8.00%-ით განისაზღვრა;
  • ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ წინა კვარტალთან შედარებით 2.0%-ით, ხოლო 2024 წლის I კვარტალთან მიმართებით 5.1%-ით გაუფასურდა;
  • დეპოზიტებზე დოლარიზაციის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (3.2 პპ) გაიზარდა, ხოლო სესხებზე (1.7 პპ) შემცირდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/i-kvartlis-makroekonomikuri-mimokhilva2025-1hnp27e153xdy4g?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: