„2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი 2025 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვის საფუძველზე.
2025 წლის იანვარ-ივნისში:
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 13,340.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 48.4%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 100.9%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებში ძირითადი წილი, 79.0%-ის ოდენობით, საგადასახადო შემოსავლებზე მოდის, რომელიც, ნომინალურ გამოხატულებაში, 2023-2024 წლებთან შედარებით, გაზრდილია, ხოლო წილობრივად შემოსულობებში, 2023 წელთან შედარებით, გაზრდილია და 2024 წელთან შედარებით - შემცირებული;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 12,742.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 45.6%-ს, ხოლო 6 თვის გეგმის 93.3%-ს შეადგენს;
• სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებში ძირითადი წილი, 82.5%-ის ოდენობით, ხარჯებზე მოდის, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე, წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2023-2024 წლებთან შედარებით;
• სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 598.3 მლნ ლარი შეადგინა და 2025 წლის 1 ივლისისთვის 1,984.5 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა;
• სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ 1,273.0 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო მთლიანმა სალდომ - 123.7 მლნ ლარი.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2025-tslis-sakhelmtsipo-biujetis-6-tvis-shesrulebis-mimokhilva-1h0r6rzkkxzow4e
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: