„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-სექტემბრის შესრულების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მიმოხილვა“ - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.
2024 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება 19,002.5 მლნ ლარს, წლიური გეგმის (24,569.5 მლნ ლარი) 77.3%-ს და 9 თვის გეგმის (17,946.1 მლნ ლარი) 105.9%-ს შეადგენს, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი 2,550.6 მლნ ლარით (15.5%-ით) აღემატება (ძირითადად, შემოსავლების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
2024 წლის 9 თვეში გადასახდელების შესრულება 18,248.1 მლნ ლარს, წლიური გეგმის (25,030.4 მლნ ლარი) 72.9%-ს და 9 თვის გეგმის (18,401.7 მლნ ლარი) 99.2%-ს აღწევს, ხოლო წინა წლის 9 თვის მაჩვენებელს 2,479.0 მლნ ლარით (15.7%-ით) აჭარბებს (ხარჯების მნიშვნელოვანი მატების გავლენით).
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი წლის დასაწყისისათვის 1,577.3 მლნ ლარს გაუტოლდა. 9 თვის შემოსულობებისა და გადასახდელების გათვალისწინებით ნაშთის დაგროვებამ 754.4 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 ოქტომბრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთი 2,331.7 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და მთლიან სალდოს, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საოპერაციო სალდო 9 თვეში 1,995.6 მლნ ლარს გაუტოლდა, ხოლო მთლიანმა სალდომ -746.5 მლნ ლარი შეადგინა.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.