Print this page

2024 წლის დეკემბრის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ნოემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა;
  • 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.9%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯამრთელობის დაცვაზე და ტრანსპორტზე;
  • 2024 წლის ნოემბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 9.4%-ით, ხოლო ხარჯები 8.9%-ით გაიზარდა;
  • 2024 წლის ნოემბერში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 18.9%-ით მოიმატა და 58.7 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია  ვაჭრობის, მშენებლობისა  და მრეწველობის დარგებში;
  • 2024 წლის იანვარ-ნოემბერში* საქონლის ექსპორტმა 7.9%-ით, ხოლო იმპორტმა 6.1%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.6%-ით გაიზარდა და 21,112.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
  • 2024 წლის ნოემბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 9.6%-ით შემცირდა და 266.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.6%), აშშ (18.8%) და რუსეთი (11.2%) წარმოადგენდნენ;
  • 2024 წლის დეკემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,448 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 11.2%-ით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 7.8%-ით გაიზარდა;
  • 2024 წლის ნოემბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე გაიზარდა, ხოლო სესხებზე შემცირდა;
  • 2024 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7%-ით , ევროს მიმართ 1.2%-ით და თურქულ ლირასთან მიმართებით კი 1.2%-ით გაუფასურდა;
  • 2024 წლის დეკემბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები, აშშ დოლართან მიმართებაში, სომხური დრამისა და აზერბაიჯანული მანათის გარდა, გაუფასურდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/dekembris-makroekonomikuri-mimokhilva-1h0n25oze8qql4p?live

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: