პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბერში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 11.0% შეადგინა;
- 2024 წლის ნოემბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.3%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ჯამრთელობის დაცვაზე და ტრანსპორტზე;
- 2024 წლის ოქტომბერში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 5.1.%-ით, ხოლო ხარჯები 2.1%-ით გაიზარდა;
- 2024 წლის ოქტომბერში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 20.5%-ით მოიმატა და 58.3 მლრდ ლარი შეადგინა, მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში;
- 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში* საქონლის ექსპორტმა 7.4%-ით, ხოლო იმპორტმა 4.8%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5.5%-ით გაიზარდა და 19,025.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2024 წლის ოქტომბერში* , წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 1.5%-ით შემცირდა და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.3%), აშშ (18.1%) და რუსეთი (16.8%) წარმოადგენდნენ;
- 2024 წლის ნოემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,124 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, 19.5%-ით შემცირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1.0%-ით გაიზარდა;
- 2024 წლის ოქტომბერში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე გაიზარდა, ხოლო სესხებზე შემცირდა;
- 2024 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.3%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ 2.3%-ით გამყარდა, თურქულ ლირასთან მიმართებით კი 0.2%-ით გამყარდა;
- 2024 წლის ნოემბრის თვეში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები, აშშ დოლართან მიმართებაში, სომხური დრამის გარდა, გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/noembris-makroekonomikuri-mimokhilva-1h7v4pdjqgzm84k?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: