პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 12.0% შეადგინა.
- 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.6%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ ტრანსპორტზე, აგრეთვე ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, განათლებაზე.
- 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 13.3%-ით, ხოლო ხარჯები 20.7%-ით გაიზარდა.
- 2024 წლის აგვისტოში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 20.0%-ით მოიმატა და 55.9 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია მშენებლობის, ვაჭრობისა და მრეწველობის დარგებში.
- 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქონლის ექსპორტმა 2.5%-ით, ხოლო იმპორტმა 3.3%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3.0%-ით გაიზარდა და 14,700.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 0.3%-ით გაიზარდა და 290.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 44.5%), აშშ (17.5%) და რუსეთი (14.6%) წარმოადგენდნენ.
- 2024 წლის სექტემბერში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,172 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით 10.6%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 2,6%-ით ნაკლებია.
- 2024 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე შემცირდა.
- 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.3%-ით, ევროს მიმართ 1.3%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 0.9%-ით გამყარდა.
- 2024 წლის სექტემბრის თვეში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები, რუსული რუბლის გარდა, აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1hnq41o35vzqp23?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: