Print this page

2024 წლის ივლისის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7.5% შეადგინა.
  • 2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 1.8%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ ტრანსპორტზე, აგრეთვე სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, განათლებაზე.
  • 2024 წლის ივნისში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 32.9%-ით, ხოლო ხარჯები 10.1%-ით გაიზარდა.
  • 2024 წლის ივნისში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, 20.7%-ით მოიმატა და 55.5 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
  • 2024 წლის იანვარ-ივნისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქონლის ექსპორტმა 6.7%-ით დაიკლო, ხოლო იმპორტმა 0.2%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1.8%-ით შემცირდა და 10,319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • 2024 წლის ივნისში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 20.9%-ით შემცირდა და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 42.5%) და რუსეთი (17.4%) წარმოადგენდნენ.
  • 2024 წლის ივლისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,671 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 14.1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • 2024 წლის ივნისში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე შემცირდა. 
  • 2024 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.4%-ით, ევროს მიმართ 2.6%-ით, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 4.5%-ით გამყარდა.
  • 2024 წლის ივნისის თვეში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1hxj48m3yvxp52v?live 

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: