პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 11.8% შეადგინა.
- 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 2.0%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ ტრანსპორტზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე.
- 2024 წლის აპრილში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 5.3%-ით შემცირდა, ხოლო ხარჯები 27.2%-ით გაიზარდა.
- 2024 წლის აპრილში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 21.0%-ით მოიმატა და 52.7 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
- 2024 წლის იანვარ-აპრილში* საქონლის ექსპორტმა 10.1%-ით დაიკლო, ხოლო იმპორტმა 0.3%-ით მოიმატა, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.7%-ით შემცირდა და 6,563.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- 2024 წლის აპრილში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 24.7%-ით შემცირდა და 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 41.8%) და რუსეთი (17.6%) წარმოადგენდნენ.
- 2024 წლის მაისში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,600 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 8.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
- 2024 წლის აპრილში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი როგორც დეპოზიტებზე, ასევე სესხებზე შემცირდა.
- 2024 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1.4%-ით, ევროს მიმართ 2.1%-ით, ხოლო თურქულ ლირასთან მიმართებით 1.7%-ით გაუფასურდა.
- 2024 წლის მაისის თვეში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1hxj48mm8gkdq2v?live
დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: