Print this page

2024 წლის თებერვლის თვის მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ,,საქართველოს მაკროეკონომიკური გარემოს ყოველთვიური მიმოხილვა" ასახავს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ტენდენციებს. მიმოხილვა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს.

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5.8% შეადგინა.
  • 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.3%-ით განისაზღვრა, ანუ მიზნობრივი ინფლაციის 3.0%-იან მაჩვენებელზე ნაკლები. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე გავლენა იქონია, ძირითადად, ფასების დინამიკამ ტრანსპორტზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე, ჯანდაცვაზე, სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე.
  • 2023 წლის იანვარში*, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 13.9%-ით, ხოლო ხარჯები 26.4%-ით გაიზარდა.
  • 2023 წლის იანვარში* კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემულმა სესხებმა 15.0%-ით მოიმატა და 50.1 მლრდ ლარი შეადგინა; მათგან ყველაზე მეტი გაცემულია ვაჭრობის, მშენებლობისა და მრეწველობის დარგებში.
  • 2023 წლის იანვარში* საქონლის ექსპორტმა 26.2%-ით, ხოლო იმპორტმა 10.1%- ით მოიკლო, რის შედეგადაც სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.8%-ით შემცირდა და 1,341 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • 2023 წლის იანვარში*, წინა წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით, საქართველოში ფულადი გზავნილები 40.8%-ით შემცირდა და 263.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (გზავნილების მთლიანი ოდენობის 38.1%) და რუსეთი (25.7%) წარმოადგენდნენ.
  • 2024 წლის თებერვალში მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 4,746 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 0.6%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით.
  • 2024 წლის იანვარში*, წინა თვესთან შედარებით, დოლარიზაციის მაჩვენებელი დეპოზიტებზე უცვლელი დარჩა, სესხებზე კი შემცირდა.  
  • 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 0.7%-ით, ევროს მიმართ 1.9%-ით, თურქულ ლირასთან მიმართებით კი 3.2%-ით გამყარდა.
  • 2024 წლის თებერვლის თვეში რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.

 

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/--1h0r6rzlm9e8l4e?live 

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: