Print this page

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების პროექტის (I წარდგენა) მიმოხილვა

 

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის თავდაპირველი ვარიანტის (I წარდგენა) მიხედვით:

  • შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 25,696.0 მლნ ლარით, რაც 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმით დამტკიცებულ მოცულობას 1,126.5 მლნ ლარით (4.6%-ით) აღემატება. აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია, ძირითადად, შემოსავლების საპროგნოზო მოცულობის მატებასთან (995.0 მლნ ლარის ოდენობით, 4.8%-ით), აგრეთვე, არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან და ვალდებულებების აღების შედეგად მისაღები სახსრების ზრდასთან (შესაბამისად, 100.0 მლნ ლარით და 31.5 მლნ ლარით). რაც შეეხება ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მისაღებ შემოსულობებს, მისი მოცულობა უცვლელია და განსაზღვრულია მიმდინარე წლის საგეგმო მაჩვენებლის დონეზე.
  • გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 25,930.4 მლნ ლარის ოდენობით, რაც 900.0 მლნ ლარით (3.6%-ით) აღემატება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ გადასახდელების გეგმას -  25,030.4 მლნ ლარს. აღნიშნული მატება მოდის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტებზე, კერძოდ, 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, ხარჯები იზრდება 840.9 მლნ ლარით (4.4%-ით), ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი - 219.1 მლნ ლარით (5.2%-ით). ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი მცირდება 45.0 მლნ ლარით (14.7%-ით), ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი - 115.0 მლნ ლარით (8.1%-ით).
  • ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -234.4 მლნ ლარის ოდენობით;
  • 2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,144.0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
  • 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა - მშპ-ის 36.8%-ით არის განსაზღვრული, მათ შორის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით (წინასწარი მონაცემები)) − მშპ-ის 0.047%-ია (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
  • 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 30.0 მლრდ ლარს.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზეhttps://infogram.com/2024-tslis-sakhelmtsipo-biujetis-tsvlilebis-proektis-i-tsardgena-mimokhilva-1h7v4pdjel0z84k?live                                        

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.