„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით:
- 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 24,569.5 მლნ ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ მოცულობაზე 2,398.6 მლნ ლარით (10.8%-ით) მეტია, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მაჩვენებელს 166.6 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება (ძირითადად შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის 0.8%-იანი მატების გავლენით). 2023 წლის გეგმის მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა, ძირითადად, მოდის შემოსავლების კომპონენტზე (2,491.1 მლნ ლარის ოდენობით, 13.7%-ით), აგრეთვე, ვალდებულებების ზრდით შემოსულობებზე (57.5 მლნ ლარის ოდენობით, 1.8%-ით). 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, 2023 წლის გეგმასთან შედარებით, გათვალისწინებულია ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობების შემცირება (150.0 მლნ ლარით), ხოლო არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან შემოსულობები უცვლელია და შეადგენს 200.0 მლნ ლარს;
- 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 25,030.4 მლნ ლარით, რაც 165.0 მლნ ლარით (0.7%-ით) აღემატება აღნიშნული გადამუშავებული ვარიანტით განსაზღვრულ მოცულობას, ხოლო 2,719.1 მლნ ლარით (12.2%-ით) აღემატება 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმას. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, აღნიშნული მატება, ძირითადად, მოდის ხარჯების კომპონენტზე - იზრდება 148.5 მლნ ლარით (0.8%-ით), ასევე, ზრდა შეეხო არაფინანსური და ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტებს, შესაბამისად - 11.5 მლნ ლარით და 5.0 მლნ ლარით, ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტი უცვლელია.
- ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -460.9 მლნ ლარის ოდენობით;
- 2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,177.0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
- 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 38.0%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.1% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
- საგადასახადო შემოსავლების განახლებული მაჩვენებლის და დივიდენდის ზრდის შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 160.0 მლნ ლარზე მეტით და ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 28.7 მლრდ ლარს მიაღწევს.
დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.