Print this page

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიმოხილვა - II წარდგენა

„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა განსაზღვრულია 24,402.9 მლნ ლარით, რაც 2023 წლის დამტკიცებულ მოცულობაზე 2,232.0 მლნ ლარით (10.1%-ით) მეტია, ხოლო 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტის მაჩვენებელს 521.2 მლნ (2.2%-ით) აღემატება (შემოსავლები იზრდება 685.6 მლნ ლარით და ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობები მცირდება 164.3 მლნ ლარით). 2023 წლის გეგმის მაჩვენებელთან შედარებით ზრდა მოდის შემოსავლების კომპონენტზე, რომლის სახით გათვალისწინებულია 2,329.5 მლნ ლარით მეტის მიღება, აგრეთვე, ვალდებულებების ზრდის მუხლით შემოსულობებზე (52.5 მლნ ლარით მეტი), ფინანსური აქტივების კლების მუხლით შემოსულობები მცირდება 150.0 მლნ ლარით (33.3%-ით), ხოლო არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მისაღები შემოსულობების მოცულობა უცვლელია;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა განსაზღვრულია 24,865.5 მლნ ლარით, რაც  704.3 მლნ ლარით (2.9%-ით) აღემატება თავდაპირველი ვარიანტით განსაზღვრულ მოცულობას, ხოლო 2,554.2 მლნ ლარით (11.4%-ით) აღემატება 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმას.2024 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით აღნიშნული მატება ძირითადად მოდის ხარჯების კომპონენტზე - იზრდება 529.6 მლნ ლარით (2.9%-ით), ასევე, ზრდა შეეხო არაფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტს - 196.7 მლნ ლარით (5.0%-ით), ფინანსური აქტივების ზრდის კომპონენტი შემცირდა 22.0 მლნ ლარით (6.8%-ით), ხოლო ვალდებულებების კლების კომპონენტები უცვლელია;
  • ნაშთის ცვლილება (გამოყენება) განსაზღვრულია -462.6 მლნ ლარის ოდენობით;
  • 2024 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი (უარყოფითი მთლიანი სალდო) განისაზღვრება 2,187.0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის 2.6%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%);
  • 2024 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განისაზღვრა მთლიანი შიდა პროდუქტის 38.1%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) - მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.1%-ით − ჯამი: მშპ-ის 38.2% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%);
  • საფინანსო სექტორის მოგების გადასახადის განახლებული მაჩვენებლის და სათამაშო ბიზნესის საგადასახადო განაკვეთების ზრდის (ჯამურად 700.0 მლნ ლარით) პარალელურად იზრდება 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 27.8 მლრდ ლარიდან 28.5 მლრდ ლარამდე.

დეტალურად იხილეთ სრული დოკუმენტი.