Print this page

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულება, იანვარ-ნოემბერი, 2024

„2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარ-ნოემბრის შესრულების მიმოხილვა" - მომზადებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ „საქართველოს 2024 წლის იანვარ-ნოემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ" საბიუჯეტო ოფისისათვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

2024 წლის იანვარ-ნოემბერში:

  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 22,901.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 93.2%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ძირითადი წილი, 78.8%-ის ოდენობით, მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც, როგორც ნომინალურ გამოხატულებაში, ასევე,  წილობრივად შემოსულობებში გაზრდილია 2022-2023 წლებთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებმა 22,556.7მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 90.1%-ს შეადგენს;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ძირითადი წილი, 77.9%-ის ოდენობით, მოდის ხარჯებზე, რომელიც, 2022-2023 წლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია, ხოლო წილობრივად გადასახდელებში გაზრდილია 2023 წელთან შედარებით და შემცირებულია 2022 წელთან შედარებით;
  • სახელმწიფო ბიუჯეტის ნაშთის დაგროვებამ 345.1 მლნ ლარი შეადგინა და 2024 წლის 1 დეკემბრისთვის 1,922.4მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა.

დოკუმენტი ინტერაქტიულ ფორმატში იხილეთ ბმულზე: https://infogram.com/2024-tslis-sakhelmtsipo-biujetis-ianvar-noembris-shesrulebis-mimokhilva-1h1749w397mml2z?live                                     

დოკუმენტი PDF ფორმატში იხილეთ ბმულზე: